ფეხბურთი

19:57 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “რეალიზაციაზე უნდა ვიმუშავოთ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში, “მონაკოსთან” ქულების გაყოფის შემდეგ, “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი საკუთარი შეგირდების მიერ მომენტების გამოუყენებლობით უკმაყოფილო დარჩა.

“არ მინდა “მონაკოს” ვაწყენინო, რადგან ამ გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შექმნილი მომენტების გათვალისწინებით, მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით.

რეალიზაციაზე უნდა ვიმუშავოთ, რადგან ბევრი მომენტის შექმნა და მხოლოდ ერთხელ გატანა მოგებისთვის საკმარისი არაა.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი შეგირდები შევაქო. ასეთი დონის შეხვედრაში ისინი მომენტების შექმნას რეგულარულად ახერხებდნენ, რაც კარგია.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეტოქის კარის კიდევ ერთხელ აღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, საქმეს გამარჯვებამდე მივიყვანდით.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Goal-ი.

“მონაკოსთან” მატჩში, პსჟ-მ მართლაც ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ 17 დარტყმიდან პარიზელებმა კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ 2-ჯერ მოახვედრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112492