ფეხბურთი

13:57 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბიუტნერით “ტოტენჰემი” დაინტერესდა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი მცველი ალექსანდერ ბიუტნერი ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

“წუთელი ეშმაკების” 24 წლის ფეხბურთელი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა და გასაკვირი სულაც არაა, სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდის გამოცვლა რომ უნდა.

ჰოლანდიური გამოცემა Nu.nl-ის ცნობით, ფეხბურთელს ყურადღება ლონდონის “ტოტენჰემმა” მიაპყრო და სეზონის ბოლომდე არენდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. თუ შეთანხმება შედგება, ლონდონელებს სეზონის ბოლოს ალექსანდერის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

“ტოტენჰემის” გარდა ბიუტნერის შეძენა იტალიურ კლუბებს - “რომას” და “ჯენოასაც” სურთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111952