ჭადრაკი

1:57 | 3.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბიჭებში – ბერაძე, გოგონებში – კობეშავიძე

ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე 16 წლამდე ჭაბუკთა შორის, ფენომენალური შედეგით, ჩემპიონის ტიტული ირაკლი ბერაძემ მოიპოვა. მან 9-დან 9 პარტია მოიგო (!) და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც დაისაკუთრა, რომელსაც 12-22 ნოემბერს, ბრაზილიის ქალაქი რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს.

 7.0 ქულით, მეორე ადგილი და 10-21 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გასამართი ევროპის პირველობაზე ასპარეზობის უფლება, შალვა ნადირაშვილმა მიიღო.
 6.0-6.0 ქულით, მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილეს გუგა ბურდულმა, ნოე თუთისანმა, გიორგი შონიამ, გიორგი ცხადაძემ და ოთარ მანგიაშვილმა.
 ბიჭებისგან განსხვავებით, ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნებული იყო გოგონათა ტურნირში. ბოლო ტურში მოულოდნელი მარცხი განიცადა თეთრი ფიგურებით მოთამაშე ლიდერმა, ნანი უნაფქოშვილმა.
 შედეგად, 9-დან 6.5 ქულით, პირველობა ერთბაშად ოთხმა მონაწილემ გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, პირველობა ლიკა კობეშავიძეს ერგო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
მე-2 ადგილზე გასული უნაქფოშვილი ევროპის პირველობაზე გაემგზავრება, მესამეზე ნატალია იმნაძე აღმოჩნდა, მეოთხეზე კი – ანა კუჭავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094183