საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 მედლით ჩაამთავრა. გიორგი გოგშელიძის (96 კგ) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს გუშინ თავისი წილი ბრინჯაო ლევან ბერიანიძემ (120 კგ) შემატა. ქართველმა მძიმეწონოსანმა, რომელსაც ძირითადი ნაკრების რიგებში ამ რანგის შეჯიბრზე დებიუტი ჰქონდა, მოსკოვის ხალიჩაზე 5 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 4 თავის სასარგებლოდ დაასრულა. პოლონელი ვლადისლავ ბარტნიკის, ყაზახი მარიდ მუტალიმოვისა და ირანელი ფარიდ მასუმი ვალადის ჩამოცილების შემდეგ, ბერიანიძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. იქ კი უმთავრეს ფავორიტთან, რუსეთის სახელით მოჭიდავე ბილიალ მახოვთან ვეღარაფერი გააწყო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც უნგრელ დანიელ ლიგეტის სამ სეტში აჯობა.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებს სამეულის გზა საწყის ეტაპზევე ჩაეკეტათ, რადგან ფინალამდე მისვლა ვერც მათმა მძლეველებმა შეძლეს. ამერიკელი ბრენტ ჰაროლდ მეტკალფის ძლევის შემდეგ, ოთარ თუშიშვილისთვის (66 კგ) დაუძლეველი ბარიერი მონღოლი ბატზორიგ ბუიანიავი აღმოჩნდა, ხოლო გელა საღირაშვილმა (74 კგ) კანადელ მეთიუ ჯუდა ჯენტრის ვერ აჯობა.
ზაზა თურმანიძის შვიდეულმა გუნდურ ჩათვლაში 21 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 12 სექტემბერი
66 კგ
1 კუმარ სუშილი (ინდოეთი)
2 ალან გოგაევი (რუსეთი)
3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 ჯეანდრი გარსონი (კუბა)
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 სადეგ საედ გოუდარზი (ირანი)
3 გაბორ ჰატოში (უნგრეთი)
3 აბდულხაკიმ შაპიევი (ყაზახეთი)
1 ბილიალ მახოვი (რუსეთი)
2 არტურ ტაიმაზოვი (უზბეკეთი)
3 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 იოანის არზუმანიდისი (საბერძნეთი)
1 რუსეთი 66
2 აზერბაიჯანი 42
3 კუბა 37
4 ირანი 28
5 საქართველო 21
6 ბულგარეთი 18
6 უზბეკეთი 18
6 უკრაინა 18
9 უნგრეთი 14
9 ყირგიზეთი 14









