მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა (6) შოტლანდიელ ენდი მარეისთან პირველი სეტი ტაიბრეიკით დათმო, მაგრამ მომდევნო 2 პარტიაში ბრიტანელს შანსი არ დაუტოვა, საბოლოო წარმატებას მიაღწია (6:7 (4:7), 6:2, 6:3) და შეჯიბრების 4 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. მატჩი 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა, რომლის მსვლელობისას ბერდიხმა 5 ეისი და ამდენივე ბრეიკპოინტი შეასრულა. ფინალში გასასვლელად ბერდიხი ნოვაკ ჯოკოვიჩს (1) შეხვდება, რომელმაც მოგვიანებით 2 სეტით ჰოლანდიელ რობინ ჰასეს 6:4, 6:2 სძლია.







