ფეხბურთი

1:22 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი „სასუოლოს“ სერია A-ში დატოვებას უპირებს

„სასუოლომ“, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, ამ ტურნირზე, ანგარიშით 4:3 უკვე მესამედ მოიგო. წინა ორი შემთხვევის მგსვსად, თამაშის გმირად ამჯერადაც 19 წლის თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი მოგვევლინა. მე-11 ტურში, „სამპდორიასთან“ მოგებულ მატჩში, მან 3 გოლი გაიტანა. მე-19 ტურში, „მილანის“ კარი ოთხივეჯერ ბერარდიმ აიღო, ხოლო ამჯერად, „ფიორენტინასთან“, მან 3 ბურთი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბერარდიმ, რომელიც „იუვენტუსის“ საკუთრებაა, სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. შესვენების შემდეგ, ამდენივე გოლი ფლორენციელებმაც გაიტანეს, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ბერარდის გადაცემის შემდეგ სანსონემ გაიბრწყინა და მასპინძელთა კარი მეოთხედ აიღო.

„ფიორენტინას“ გოლებიდან ჯუზეპე როსისა და ხუან კუადრადოს ზუსტ დარტყმებს გამოვარჩევთ. იტალიელმა თავდამსხმელმა, სერია A-ში, იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაბრუნება გოლით აღნიშნა. რაც შეეხება კოლუმბიელ უნივერსალს, მან ბოლო 5 მატჩში მე-5 გოლი გაიტანა.

ამ თამაშის წაგების მიუხედავად, „ფიორენტინას“ ევროპის ლიგის საგზურში ვერავინ შეეცილება, მაგრამ ფლორენციელებს შანსი ჰქონდათ, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გაენაღდებინათ. „სასუოლომ“ კი, ბერარდის მორიგი გაბრწყინებით, გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს დღის მე-2 მატჩშიც და ამჯერად, ეს მოსაგებად საკმარისი გამოდგა. „ნაპოლიმ“, რომელსაც მე-3 ადგილი განაღდებული აქვს, ასევე უმოტივაციო „კალიარი“ გაანადგურა.

 

ფიორენტინა-სასუოლო 3:4 (0:3)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000

ფიორენტინა (4-3-3): როზატი, დიაკიტე (ტომოვიჩი 70), როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, ფერნანდესი, პისარო, ვალერო, ვოლსკი (ხოაკინი 55), მატრი (როსი 65), კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, ანტეი, კანავარო, ლონგი, ჩიბსა, მისიროლი (ბრიგი 85), ბიონდინი, ბერარდი, ძაძა (ფლოკარი 74), სანსონე (ციგლერი 80).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 0:1 ბერარდი (23, პენ), 0:2 ბერარდი (33), 0:3 ბერარდი (42), 1:3 როდრიგესი (57, პენ), 1:4 სანსონე (64), 2:4 როსი (72), 3:4 კუადრადო (75).

გაფრთხილებები: ვალერო 22, კუადრადო 33, პასკუალი 90+1 - გაცოლა 3, ლონგი 30, მისიროლი 49, ბერარდი 79.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 24 (7)-16 (6), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 7-14.

 

ნაპოლი-კალიარი 3:0 (2:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 43000

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა (კოლომბო 46), მესტო, ფერნანდესი, ბრიტოსი, გულამი, ჯემაილი, ინლერი (საპატა 63), კალიეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, პანდევი (რადოსევიჩი 75).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

კალიარი (4-3-1-2): სილვესტრი, პიზანო (პერიკო 74), როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა, კონტი, ერიკსონი, იბრაიმი (ავრამოვი 55), საუ (აველარი 63), იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 მერტენსი (33, პენ), 2:0 პანდევი (43), 3:0 ჯემაილი (57).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჰამშიკი 56.

გაფრთხილებები: მესტო 67, ბრიტოსი 82, ჯემაილი 90 - კონტი 32, როსეტინი 82, დესენა 84

გაძევება: სილვესტრი 54.

მსაჯი: დავიდე გერსინი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 27 (16)-4 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-13, ჯარიმა: 12-7.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106714