ჭადრაკი

0:29 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ერთპიროვნულად დაწინაურდა

საქართველოს თასის გათამაშებაში თეთრი ფიგურებით მოულოდნელი მარცხი იგემა სატურნირო  რეიტინგ-სიის ლიდერმა კოკა შანავამ (3.5) ირაკლი ბერაძესთან (2379) შეხვედრაში.

მარცხი განიცადა ტურნირის მეორე ლიდერმა ნინო ხურციძემაც (2452) შოთა აზალაძესთან (2482) პარტიაში.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით საქართველოს თასს ერთპიროვნულად ლიდერობს ბერაძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში აზალაძეს და გიორგი სიბაშვილს (2173), რომელმაც ბაჩანა მორჩიაშვილს (2337) სძლია.

მეექვსე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბერაძე-აზალაძე, შანავა-სიბაშვილი, ხურციძე-მირანდა მიქაძე (2240).

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს.  პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115466