ფეხბურთი

15:34 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემასთვის დეშამის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღებია

 

საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ფინეთის ნაკრებთან დასკვნით მატჩამდე განაცხადა, რომ მხოლოდ მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია მოედანზე ვინ გავა.

“გუნდს დეშამი ხელმძღვანელობს. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია ვინ გავა მოედანზე და ვინ დარჩება სათადარიგოთა სკამზე. მე პროფესიონალი ვარ და საფრანგეთის ნაკრების ღირსებას ვიცავ. თუ მწვრთნელს უნდა რომ ვითამაშო, ასეც იქნება. თუ სათადარიგოთა სკამზე მოვხვდები, პარტნიორებს მხარს იქიდან დავუჭერ. მათ საუცხოოდ თამაში შეუძლიათ” – იუწყება ბენზემას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა goal.com-ი.

აქვე გეტყვით, რომ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში გოლი უკვე 1217 წუთია არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115715