ფეხბურთი

18:08 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “რეალს” სამივე ტიტულის მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ მის გუნდს, მიმდინარე სეზონში, სამივე ტიტულის მოგება შეუძლია.

“რეალი”, ლა ლიგაში, მე-3 ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება. მადრიდელები ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ურთიერთობას “დორტმუნდთან” გაარკვევენ.

“ჩვენი მიზანი სამივე ტიტულის მოგებაა. ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. შესანიშნავი შემადგენლობა და კარგი გუნდი გვყავს. ანჩელოტიმ გუნდში სტაბილურობა მოიტანა, რაც მნიშვნელოვანია.

გასული სეზონი გვახსოვს, მაგრამ ახლა ახალი გუნდი გვყავს, რომელსაც განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. “დორტმუნდი” იგივე გუნდია არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელით. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ადვილია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც რონალდუ და ბეილი არიან. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან, სწრაფები და ტექნიკურები. მათ კარგად ვუგებ.” – ციტირებს ბენზემას სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102892