ჭადრაკი

21:32 | 28.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბენიძემ და ვოლკოვმა პირველობა გაიყვეს

ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის შესარჩევ ტურნირზე 9-დან 7.5 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს გიგა ბენიძემ და ნიკა ვოლკოვმა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ბენიძეს ერგო.
6.5 ქულით III-V ადგილებზე გავიდნენ გიორგი ქერაშვილი, ნათია ჯალაბაძე და არმენ ტერ-კარაპეტიანი. 6-6 ქულით ათეულში მოხვდნენ და პირველი ლიგის საგზურები მოიპოვეს: გუგა ბურდულმა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა, ლიკა კობეშავიძემ, გიორგი სიბაშვილმა და ალექსანდრე ებრალიძემ.
ვაჟთა პირველი ლიგა სტარტს 14 დეკემბრიდან აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089341