23 დეკემბერს სტარტს აიღებს აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, სსრკ ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის 23-ე გათამაშება. აღნიშნული ტურნირი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს", სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. 2013 წლის 24-30 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონზე, ხოლო 2014 წლის 18 იანვრიდან 17 თებერვლამდე თითქმის ყველა ქალაქში დაიწყება მატჩები.
ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ტრადიციული ტურნირი, როგორც უფროსებში, ასევე პატარებშიც მიმდინარეობს. ხუთშაბათს, 2002 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის, რომლებიც წლეულს ითამაშებენ აღნიშნულ გათამაშებაში, კენჭისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
"ა" ჯგუფი: "საბურთალო"-1, "დინამოს" აკადემია-2, "კასპი" (განთიადი), ომც-ავაზა.
"ბ" ჯგუფი: "დინამოს" აკადემია-1, "საბურთალო"-2, "ივერიონი" (თბილისი), "ბაქსვუდი" (თბილისი).
23.12
10:30 - საბურთალო-2 - ივერიონი. "ბენდელა". "ბ" მოედანი
11:30 - საბურთალო-1 - ომც-ავაზა. "ბენდელა". "ა" მოედანი
11:30 - "განთიადი" - "დინ".აკადემია-2. "ბენდელა". "ბ" მოედანი
15:00 - დინ.აკადემია-1 - ბაქსვუდი. ვიტალი დარასელიას სახ. დინამოს აკადემია
24.12
10:30 - ომც-ავაზა - დინ.აკადემია-2. "ბენდელა". "ა" მოედანი
11:30 - "განთიადი" - საბურთალო-1. "ბენდელა". "ა" მოედანი
11:30 - "ივერიონი" - დინ.აკადემია-1. "ბენდელა". "ბ" მოედანი
18:00 - საბურთალო-2 - ბაქსვუდი. "ბენდელა". "ბ" მოედანი
25.12
10:30 - საბურთალო-1 - დინ.აკადემია-2. "ბენდელა". "ა" მოედანი
11:30 - "განთიადი" - ომც-ავაზა. "ბენდელა". "ა" მოედანი
11:30 - საბურთალო-2 - დინ.აკადემია-1. "ბენდელა". "ბ" მოედანი
16:00 - ბაქსვუდი - ივერიონი. რამაზ შენგელიას სახ. საფ.სკოლა "საბურთალო".
26.12
11:00-12:00 ნახევარფინალები. "ბენდელა".
27.12
13:00 - მატჩი მესამე ადგილისთვის. "ბენდელა"
14:00 - ფინალი. "ბენდელა"
რაც შეეხებათ უფროსებს, 25-26 და 27 დეკემბერს ასევე გაიმართება პროფესიონალ მოყვარულთა, ლეგიონერთა და ვეტერანთა ტურნირი. აღნიშნულ შეხვედრებს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლა უმასპინძლებს.
19 იანვრიდან 20 თებერვლამდე კი საქართველოს მასშტაბით (ქობულეთი, ურეკი, სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, მცხეთა, რუსთავი, თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" ბაზებზე) ჩატარდება "ბენდელას" თასის დასკვნითი ეტაპი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის. შესაძლებელია, მათ ჩვენს ქვეყანაში შეკრებაზე მყოფი რამდენიმე უცხოური კლუბიც დაემატოს.
fcsaburtalo.ge







