ფეხბურთი

12:14 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია ოფიციალურად რომაელია

მაროკოს ნაკრებისა და “უდინეზეს” მცველი მეჰდი ბენატია კარიერას “რომაში” გააგრძელებს. რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მხარეებმა უკვე კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ბენატია “რომას” მაისურით უახლოესი 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ტრანსფერის სანაცვლოდ კი მისი ყოფილი გუნდი 13,5 მილიონ ევროს მიიღებს.

 “უდინეზეს” რიგებში მეჰდი ბენატიამ ბოლო 3 სეზონში 72 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109822