ფეხბურთი

14:10 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენაიუნი “ხეტაფეში” ითამაშებს

ისრაელის ეროვნული ნაკრების 33 წლის ნახევარმცველმა იოსი ბენაიუნმა კარიეირის გაგრძელება ესპანურ “ხეტაფეში” გადაწყვიტა. ამის შესახებ Marca იუწყება.

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ ბენაიუნი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში გადასვლა უპრობლემოდ შეუძლია. როგორც ირკვევა, ნახევარმცველმა “ხეტაფე” აირჩია. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი მოლაპარაკებებს “კრისტალ პალასთანაც” აწარმოებდა.

ცნობისათვის, ბენაიუნს პრიმერა დივიზიონში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – 2002-2005 წლებში, ისრაელის ნაკრების კაპიტანი “რასინგში” ასპარეზობდა.

 

0.115096