ფეხბურთი

17:11 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: "ბაიერნმა" მიულერი უნდა შეინარჩუნოს"

მიუნხენის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა კლუბის ხელმძღვანელობას თომას მიულერის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ურჩია.

ბოლოდროინდელი გავრცელებული ინფორმაციით “მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გერმანელი ფეხბურთელი გადაიბიროს.

"კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და მიულერი შეინარჩუნოს, რადგა ეს ფეხბურთელი გვარდიოლას გეგმებში შედის. თუ თავად ფეხბურთელი კატეგორიულ უარზე იქნება, ამ შემთხვევაშიც კლუბმა ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა მიულერი კლუბში დარჩეს", _ განუცხადა Bild-ს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117435