ფეხბურთი

20:49 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი “ელჩესთან” ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი გუნდს უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ბეილმა “ხეტაფესთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში ვერ ითამაშა. დღეს გაირკვა, რომ “რეალის” ასმილიონიან შენაძენს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის “ელჩეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

კვირის ბოლოს, “რეალი” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს და ბეილის დაბრუნებას სწორედ მადრიდული დერბისთვის ელიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108875