თამაშგარე

11:54 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი კვადრო

ტურინის “იუვენტუსის” განელ ფეხბურთელს, კვადრო ასამოას, ცოტა ხნის წინ, ვაჟიშვილი შეეძინა და გახარებულმა მამამ, პირველ პირმშოს თავისი სახელი, - კვადრო დაარქვა. ამიერიდან, ასამოების ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრის სრული სახელი ასეთი იქნება: კვადრო, ასამოა მეორე.
კვადრო ასამოა ერთ-ერთი იშვიათია იმ ცნობილ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც “ძველი გზა” არ დაჰკარგეს, არ აჰყვნენ თანამედროვეობაში დამკვიდრებულ კლიშეებს და ცოლად, პოპულარული მოდელების ნაცვლად, ჩვეულებრივი ქალები მოიყვანეს.
კვადროს ცოლიც, აბენა ასამოა-სონდე, წარმოშობით განელია და ამით “იუვენტუსის” ფეხბურთელი ძალიან ამაყობს. ერთხელ, კვადრო ასამოას ისიც კი უთქვამს, ჩემი ცოლი რომ არა, შეიძლება ფეხბურთი ასე კარგად არც კი მეთამაშაო. განელი კაცი “ბებერ ქალბატონში” რომ მოხვდები, ალბათ მართლაც ბევრს ნიშნავს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.209677