ფეხბურთი

16:26 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი ალბა

კვირა საღამოს, კონფედერაციათა თასზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანელებმა ნიგერიელები 3:0 გაანადგურეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში იტალიელებს შეხვდებიან. ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა “ბარსელონას” 24 წლის მარცხენა მცველმა ჟორდი ალბამ.

“ერთ მატჩში 2 გოლი გავიტანე, ეს მგონი მთლად ნორმალური არ არის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ჩემს თავს პირველად ხდება, - თქვა ნამატჩევს ალბამ, - საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მე გადმომცეს, ესეც პირველად ხდება. ამ ჯილდოს, ჩვეულებრივ, თავდამსხმელები და ნახევარმცველები იგებენ ხოლმე. ამიტომ ძალიან მიხარია. ახლა უკვე იტალიასთან ნახევარფინალზე ვფიქრობთ. იტალიის მსგავსი გუნდებისგან არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო. ისინი ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ და ყოველთვის კარზე არიან დაგეშილნი. იტალიელები ხისტად იმოქმედებენ, მაგრამ ჩვენ მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, ეს გამარჯვების უტყუარი ფორმულაა”.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112336