ფეხბურთი

15:02 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

BCL: პლეიოფების პირველი შეხვედრები დასრულდა

13 აპრილს, სპორტკომპლექსმა „არენამ“ „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად მრავალფეროვანი, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

დღე, “ბრინჯაოს ლიგის“ II ტურის შეხვედრებით დაიწყო.  მეორე მატჩები ა ჯგუფის გუნდებმა გამართეს.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ გუნდმა, რომელმაც ამჯერად ყოფილი „ვერცხლის ლიგელი“, „ქართუ ბანკის“ გუნდი დაამარცხა 6–4.

პირველი გამარჯვება იზეიმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გუნდს, „აგროს“ სძლია 3–0. ამ უკანასკნელისთვის კი ეს მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე მარცხია .

მეორე შეხვედრა წააგო „კარფურმა“, რომელიც ამჯერად „ბიპი ჯორჯიას“ მეორე გუნდთან დამარცხდა 1–3.

მეორე ტურის შეხვედრებს, ბ ჯგუფის გუნდები, 27 აპრილს გამართავენ.

 

13.04.2014. სპორტკომპლექსი „არენა“. ბრინჯაოს ლიგა. II ტური. ა ჯგუფი

A GROUP

13:00  ქართუ ბანკი - ტატიშვილის სამედ. ცენტრი  4-6

გოლები: 3წთ, ბაგრამოვი (0-1), 5წთ, ხომერიკი (1-1), 21წთ, ტატიშვილი (1-2), 24წთ, ხვედელიანი (2-2), 27წთ, ბაგრამოვი (2-3), 29წთ, ბაგრამოვი (2-4), 36წთ, ასათიანი (2-5), 37წთ, ტატიშვილი (2-6), 40წთ, ბაკურაძე (3-6), 40წთ, ბაკურაძე (4-6)

ქართუ ბანკი:1.დათო ნიკოლაიშვილი, 19.დიმა ხომერიკი, 9.კობა გოგოლაძე, 17.ნოდარ ბაკურაძე, 10.გიორგი ჩიკვილაძე, 18.ბექა ხვედელიანი  სათადარიგოები:7.გურამ მგელაძე, 13.ნიკა ჩახვაშვილი

ტატიშვილის ცენტრ.: 1.ლადო ჯიშიაშვილი, 23.გურამ ტატიშვილი, 8.გიორგი არველაძე, 99.ლადო ასათიანი, 9.სანდრო როჭიკაშვილი, 14.დიმიტრი ბაგრამოვი  სათადარიგოები:4.მიშა მიქავა, 7.მამუკა ჯიქია, 13.სოსო ბაგარაევი


14:00  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (MSY) - აგრო  3-0

გოლები:15წთ, ჯაში (1-0), 27წთ, ფირალიშვილი (2-0), 34წთ, გაზდელიანი (3-0)

MSY:15.გოგა ასათიანი, 5.ლაშა გოდუაძე, 8.პაპუნა ფირალიშვილი, 14.ზაალ ჩიტალაძე, 13.ლევან ჯაში, 30.ლაშა გაზდელიანი სათადარიგოები:3.კოკა არეშიძე, 10. ვალერი ბატატუნაშვილი, 20.ვახტანგ ნორაკიძე,

აგრო:90.ნიკოლოზ მებუკე, 3.ლევან უროტაძე, 4.მამუკა კაცაძე, 5.ნიკოლოზ ფირცხალავა, 7.გიორგი გაგიშვილი, 30.გეგი ბეთლემიძე  სათადარიგოები:80.არჩილ მურვანიშვილი, 8.ლევან ხაჭაპურიძე, 9.ნიკოლოზ ბეჟიტაშვილი, 60.ალექსანდრე კაპანაძე, 6.მიხეილ ტყავაძე, 10.მამია ჯანაშია


15:00 BP GEORGIA 2 - კარფური  3-1

გოლები:3წთ, ლორთქიფანიძე (1-0), 24წთ, გურეშიძე (2-0)(6მ), 37წთ, ჭითავა (2-1), 38წთ, ლორთქიფანიძე (3-1)

BP GEORGIA 2:1.დავით ხარაძე, 3.გიგი გურეშიძე, 14, დავით ჯინჭარაძე, 12.გელა ცქიტიშვილი, 23.რევაზ ლორთქიფანიძე, 9.მინდია გაბლაია სათადარიგოები:5.კოკა დარჩია, 16.გიგი მალაშხია

კარფური:1.გიორგი ლომიძე, 5.მირიან ჭითავა, 7.ოლეგ ულჩენკო, 11.დავით თაყაიშვილი, 10.გიორგი მემარნიშვილი, 15.ჯაბა იამანიძე სათადარიგოები:77.გიორგი ყულოშვილი, 9.გიორგი მახარაშვილი, 3.გიორგი ცუცქირიძე, 8.გიორგი უდუმაშვილი, 4.მურმან ჩიხლაძე

 

„ბრინჯაოს ლიგის“ შემდეგ, „არენას“ პარკეტი „ვერცხლის ლიგის“ გუნდებს დაეთმოთ. 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები, კიდევ ორმა წყვილმა გამართა.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა „ლილო 1“–ის და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გუნდების დაპირისპირება, რომელიც „მებაჟეების“ გამარჯვებით, 6–4 დასრულდა. ამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა,“ლილო 1“–ის ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი ლეჟავამ, რომელიც „ვერცხლის ლიგის“ ბომბარდირთა დავაში 18 გოლით, ერთპიროვნულად დაწინაურდა.

მეორე დაპირისპირებაში,  „ვითიბი ბანკმა“,  2–0 სძლია „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“.  „ვითიბი“ ერთადერთი გუნდია „ვერცხლის ლიგაში“, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ორი მეოთხედფინალური შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც „ნატახტარი 2“ –მა „საქართველოს ბანკს“ მოუგო 7–2, ხოლო „ერისთავის იურიდული ჯგუფის“ მეორე გუნდისა და „BP GEORGIA”-ს დაპირისპირება, ფრედ, 1–1 დასრულდა.

ნახევარფინალისტების ვინაობა, განმეორებითი შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.

 

 

 

„ვერცხლის ლიგის“ ბომბარდირები:

გიორგი ლეჟავა (ლილო 1) – 18 გოლი;

მიხეილ წეველიძე,  გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 15 გოლი;

მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) – 13 გოლი

13.04.2014. სპორტკომპლექსი „არენა“.ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (პირველი შეხვედრები)

16:00  ლილო 1 – დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) 6-4

გოლები:5წთ, ბეტეევი (1-0), 7წთ, ალავიძე (1-0), 17წთ, ლეჟავა (2-1), 20წთ, ლობჟანიძე (2-2), 30წთ, ლეჟავა (3-2), 32წთ, ლეჟავა (4-2), 33წთ, ლობჟანიძე (4-3), 35წთ, ლეჟავა (5-3), 38წთ, ალავიძე (5-4), 39წთ, ლეჟავა (6-4)

ლილო 1:22.ვალერი ალასანია, 10.დავით ბეტეევი, 3.თენგიზ ჭაფანძე, 13.თეიმურაზ ბასილაშვილი, 4.გიორგი კვინიკაძე, 5.თორნიკე კირკიტაძესათადარიგოები:1.ვალერი ტიტოვი, 6.გიორგი ლეჟავა, 7.ლექსო ჯეირანაშვილი, 11.გიორგი თინიკაშვილი

CFCP:1.დავით ბაქრაძე, 20.გიორგი ალავიძე, 90.ლუკა ხომასურიძე, 5.ირაკლი ხელაძე, 9.მიხეილ ლობჟანიძე, 96.გიორგი ნიკოლაიშვილი სათადარიგოები:23.მიხეილ მიქაშავიძე, 13.ლევან შერაზადაშვილი, 8.ნუკრი ხითარიშვილი, 6.მიხეილ ავეტისოვი

 

 17:00 VTB BANK – GM ჭიათურა  2-0

გოლები:19წთ, ნ.მაჭავარიანი (1-0), 35წთ, ჯობავა (2-0)

VTB BANK:26.ნიკოლოზ კავთიაშვილი, 2.ნოდარ მაჭავარიანი, 10.ვალერიან მაჭავარიანი, 5.ვალერიან საღირაშვილი,11.მიხეილ ბუსხრიკიძე, 71.გოდერძი თევზაძე სათადარიგოები: 25.ლევან ალადაშვილი, 9.გოგა სულაძე, 96.დავით აბეჩხრიშვილი, 8.გიორგი ჯობავა, 30.თორნიკე ბოჭორიშვილი, 13.ზურა შერაზადიშვილი

GM ჭიათურა: 1.გიორგი ბადურაშვილი, 3.დათო შეყილაძე, 4.გიგა კიკვიძე, 5.გოგა ბიწაძე, 6.დათო რობაქიძე, 10.მიხეილ გოგბერაშვილი სათადარიგოები:7.გიორგი შუბითიძე, 8.ზურაბ გაფრინდაშვილი, 9.გიორგი იაკობიძე

გუშინვე, პირველი საპლეიოფო მატჩები „ოქროს ლიგის“გუნდებმაც გამართეს.

დაძაბული და დრამატული გამოდგა „პსპ“–სა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდების შეხვედრა. „ფარმაცევტების“ მიერ დამაჯერებლად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, „სტუნდენტები“ მეორე ნახევრის დასაწყისს უფრო მობილიზებულები შეხვდნენ და პირველ ხუთ წუთში ანგარიშიც სათავისოდ შემოატრიალეს,  საბოლოოდ 4–3.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, გათამაშების ფავორიტმა, „ნატახტარმა“, რომელმაც „ალგო“ 6–2 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ ინტრიგა თითქმის ნოლამდე დაიყვანა.

სოლიდური უპირატესობით შეხვდება, განმეორებით დაპირისპირებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გუნდიც,  რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გათამაშების ფავორიტი და თასის ფინალისტი, “პროგრეს ბანკი“ 7–1 გაანადგურა.

დღე, „ერისთავის იურიდიული ჯგუფისა“ და „დი ეიჩ ელ ჯორჯიას“ დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც „იურისტებმა“ 4–2 სძლიეს მეტოქეს.

ისევე როგორც „ვერცხლის ლიგაში“,  მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ბედს აქაც განმეორებითი შეხვედრები გადაწყვეტს.

„ოქროს ლიგის“ ბომბარდირები:

ზურა ცერცვაძე (პროგრეს ბანკი) – 12 გოლი;

დავით ნაკანი (ერისთავი) – 10 გოლი;

გიორგი დვალი (DHL) – 8 გოლი;

გია ნინოშვილი (ერისთავი), ლევან სარდანაშვილი (პსპ), აკო ხლაბუსტოვი (პროგრეს ბანკი), გოგლა ჭოხონელიძე (ს.უ) – 7 გოლი

 

13.04.2014. სპორტკომპლექსი „არენა“.ოქროს ლიგა .1/4 ფინალი (პირველი შეხვედრები)

18:00 პსპ - საქართველოს უნივერსიტეტი 3-4

გოლები:1წთ, სარდანაშვილი (1-0), 4წთ, სარდანაშვილი (2-0), ჯანგავაძე (2-1), 17წთ, კაკუბერი (3-1) 22წთ,ყურბანოვი(3-2),  23წთ,ჯანგავაძე (3-3), 25წთ,ყურბანოვი(3-4).

პსპ:13.სერგი ჩიტორელიძე, 10.გივიკო კაციტაძე, 3.თემო კვირკველია, 11.ლადი მამარდაშვილი, 20.ლევან სარდანაშვილი, 99.დავით კაკუბერი სათადარიგოები:1.ალექსანდრე შარაშიძე, 7.მირიან მირგატია, 5.აკაკი ქავთარაძე, 8.ლევან მეგრელიშვილი, 21.ლევან კახობერაშვილი, 9.ლაშა გურგენიძე

საქართველოს უნივერსიტეტი:1.ვასილ გვარამაძე, 13.მირიან ჯანგავაძე, 11.ზურა ბიძინაშვილი, 9.ალექსანდრე კორნეევი, 10.გელა ლაბაძე, 4.აჩი ივეჩიანი  სათადარიგოები:3.რასიმ კურბანოვი, 5.უბუ ჯორჯი, 16.ვიტო ტატიშვილი

 

19:00 ნატახტარი - ალგო  6-2

გოლები: 4წთ, მაყიშვილი (1-0), 5წთ, მშვიდობაძე (2-0), 8წთ, სეფერთელაძე (3-0), 10წთ, რევაზიშვილი (3-1), 14წთ, გუნია (3-2), 34წთ, ყაზარაშვილი (4-2), 37წთ, ყაზარაშვილი (5-2), 39წთ, მიდელაური (6-2)

ნატახტარი: 12. გია გონგაძე, 6.დათო დარჩია, 2.დიმა მაყიშვილი, 14.გიორგი მშვიდობაძე, 33.მიშა თოფურია, 10.გიორგი სეფერთელაძე სათადარიგოები:1.ვასო სიბაშვილი, 7.გიორგი ყაზარაშვილი,  4.იაგო კაპანაძე, 77.ბექა აფაქიძე, 8.კახა გოგოხია, 11.ლაშა მიდელაური

ალგო:1.ემზარ გოგიშვილი, 21.გიორგი გუნია, 10.გიორგი რევაზიშვილი, 3.ნიკა ჩალაძე, 17.დავით ლუკავა, 24.მალხაზ ჯორბენაძე სათადარიგოები:73.ზაალ ქუთათელაძე, 13.შალვა ბედიანაშვილი


20:00
პროგრეს ბანკი - სატრანსპორტო კომპანია (TTC)  1-7

გოლები:2წთ, კასრაძე (0-1), 12წთ, დემურიშვილი (0-2), 23წთ, კობახიძე (0-3), 26წთ, ხლაბუსტოვი (1-3), 31წთ, ოდიკაძე (1-4), 31წთ, ბერიშვილი (1-5), 39წთ, დარსაველიძე (1-6), 40წთ, დარსაველიძე (1-7)

პროგრეს ბანკი:12.ამირან გვენცაძე, 4.გიორგი კვანტალიანი, 10.უჩა ჩხაიძე, 7.აკო ხლაბუსტოვი, 9.ზურა ცერცვაძე, 8.გიორგი ხიდეშელი სათადარიგოები:2.დავით ფანჩულიძე, 22.გიორგი ფოჩხუა, 41.ლევან ჩიხრაძე

TTC:1.ბექა სიბაშვილი, 3.ლაშა კობახიძე, 18.კოტე ოდიკაძე, 90.ლევან კასრაძე, 8.ნოდარ ქუქჩიშვილი, 10.სერგი დარსაველიძე სათადარიგოები:2.ირაკლი ქართველიშვილი, 4.მიხეილ ზაქაიძე, 6.გიორგი კელენჯერიძე, 9.გიორგი ბერიშვილი, 13.დიტო დემურიშვილი


21:00 DHL GEORGIA -
ერისთავის იურიდიული ჯგუფი 2-4

გოლები: 3წთ, მოდებაძე (0-1), 8წთ, ნაკანი (0-2), 21წთ, დვალი (1-2), 25წთ, დვალი (2-2), 31წთ, მოდებაძე (2-3), 40წთ, მდივანი (2-4)

DHL:1.არჩილ გიორგობიანი, 8.გიორგი დვალი, 7.ბესიკ კავთუაშვილი, 11.მამუკა მენთესაშვილი, 18.პაატა ჯინჭარაძე, 10.გიორგი წკრიალაშვილი სათადარიგოები:13.ბიჭი მენთესაშვილი, 2.ზურაბ გარსევანიშვილი, 12.დენის ჟივოგლაზოვი

ერისთავი: 22.ალექს ჯავახიშვილი, 88.ოთარ მგელაძე, 7.ლაშა მდივანი, 3.ირაკლი სეფერთელაძე, 5.გიორგი მოდებაძე, 8.დავით ნაკანი სათადარიგოები: 2.ირაკლი კუჭავა, 96.ზურაბ ძაგანია, 6.ანრი ტაბატაძე, 25.კახაბერ კუჭავა, 9.შალვა ლაცაბიძე

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM–ის  ორგანიზებით  იმართება.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“.

„ვერცხლის ლიგის“  გენერალური სპონსორია „ვი თი ბი ბანკი“.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

 

სპორტული სააგენტო SBM–ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091715