ფეხბურთი

11:24 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაზელმა” ქართველთა გუნდები გაამწარა

გერმანიის “ფორტუნა” შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელს” ამხანაგურ მატჩში შეხვდა და 0:3 წააგო. ლევან ყენიამ ბოლო 30 წუთი დაჰყო მინდორზე და თანაგუნდელებთან შედარებით, აქტიურიც გახლდათ. საერთოდაც, ქართველ 10 ნომერს გერმანიაში კარგი პრესა აქვს და “ფორტუნაში” დიდი იმედით უყურებენ.

სხვათა შორის, “ბაზელმა” სამი დღის წინ ასევე გერმანულ “უნტერჰახინგს” 2:0 მოუგო. მესამელიგელ “უნტერჰახინგში”, გეცოდინებათ, ლუკა ჰუფნაგელი ირიცხება. 19 წლის ჰუფნაგელმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და ეს ტაიმი უგოლოდ დასრულდა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121404