ბათუმში დასრულდა რიგით მე-5 შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში, 8, 10, 12 და 14 –წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა. 8, 10 და 12 –წლამდე გოგონებმა და ვაჟებმა ცალ-ცალკე, ხოლო 14-წლამდელებმა ერთად იასპარეზეს. სულ, ტურნირში 24 თასი იყო დაწესებული, რომელიც თითოეული ჯგუფის 1-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ.
ტურნირის დირექტორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნის, ქალებში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, სალომე მელიას დედის, ქალბატონ ქეთევან მუხაშავრიას განცხადებით, ანალოგიური ტურნირი ბათუმში მიმინარე წლის 14-21 აგვისტოსაც ჩატარდება და “აჭარა-2010” –ის სახელით იქნება ცნობილი.
გთავაზობთ ტურნირის ჩემპიონთა ვინაობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
გოგონები
8 წლამდე
ანი მიქაძე (6 ქულა)
10 წლამდე
ელენე კოსტავა (6,5)
12 წლამდე
მარიამ ჯავახიშვილი (4,5)
14 წლამდე
ქეთი კეკელიძე (3,5)
ვაჯები
8 წლამდე
დიმიტრი ჯიბუტი (6,5)
10 წლამდე
ნიკოლოზ ცომაია (7)
12 წლამდე
ლუკა ლიჩელი (6)
14 წლამდე
რატი ცომაია
როლანდ ლაბუჩიძე









