ჩოგბურთი

16:30 | 14.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მე-3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა მეოთხედფინალში ესტონელ ვლადიმირ ივანოვთან (მე-7) მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 7:6 (7:5), 7:6 (7:3) იმარჯვა.
ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე თბილისის ტურნირის მთავარი ფავორიტი ირჟი ვესელი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალი უბრძოლველად გაიარა (პოლონელი გადომსკი კორტზე ტრავმის გამო ვერ გავიდა).
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ვესელის 322-ე ადგილი უკავია, ბასილაშვილი კი 362-ე ჩოგანია. აქვე ვთქვათ, რომ მე-2 ნახევარფინალში ხორვატი ტონი ანდროიჩი (356-ე) და თბილისის პირველი ფიუჩერსის გამარჯვებული ფრანგი ლორენ რეკუდერკი (411-ე) ითამაშებენ.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ნოდარ ითონიშვილმა და დავით კვერნაძემ იტალიელები მარაი და პაპასიდერო 6:2, 6:1 დაამარცხეს და გადამწყვეტ შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილ უკრაინულ-ბელორუსულ დუეტს (მანაფოვი-შილა) ეთამაშებიან.

საფრანგეთის ქალაქ მონ-დე-მარსანში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მე-2 წრეში მაკა ჩახნაშვილმა რუსი ნატალია ორლოვა 7:5, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ევა ფერნანდეს-ბრუგუესს (ესპანეთი) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162364