აწ უკვე საქართველოს სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე მიმდინარე ვაჟ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ნახევარფინალური წყვილები ირჟი ვესელი (ჩეხეთი) – ნიკა ბასილაშვილმა (საქართველო) და ტონი ანდროიჩი (ხორვატია) – ლორენ რეკუდერკმა (საფრანგეთი) შეადგინეს.
ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა და ორივეში, გამარჯვებულის გამოსავლენად 3 სეტის ჩატარება გახდა საჭირო და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 2:1 დასრულდა.
ფინალში ბასილაშვილი და ანდროიჩი იასპარეზებენ. ანდროიჩმა 6:4, 4:6, 6:3, ხოლო ბასილაშვილმა 4:6, 6:4, 6:3 მოიგო.
ფინალური შეხვედრა შაბათს, 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.
წყვილთა თანრიგში, ფინალი უკრაინელი ვლადისლავ მანაფოვისა და ბელარუსი იარასლაუ შილას გამარჯვებით დასრულდა. ამ წყვილმა ნოდარ ითონიშვილისა და დავით კვერნაძის ქართულ დუეტს სძლია – 6:2, 6:4.
საქართველოს სპორტის სამინისტროს თასის სახელობის ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
როლანდ ლაბუჩიძე







