ფეხბურთი

22:34 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარტონს ტიაგუ სილვას შეურაცხყოფა ორმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა

ფრანგულ “მარსელში” არენდის წესით მოთამაშე ინგლისელი ნახევარმცველი ჯოი ბარტონი მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისჯილი დისკვალიფიკაციაა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბარტონი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს “დაერია”. მან როგორც მთლიანად ბრაზილიის ნაკრები და მისი მთავარი იმედი ნეიმარი, ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დევიდ ბექჰემი გააკრიტიკა. თავისი ნაკრებისა და ნეიმარის დაცვა იბრაჰიმოვიჩისა და ბექჰემის თანაგუნდელმა, ტიაგუ სილვამ ითავა და ბუნებრივია, ბარტონმა არც ის “დაინდო”. ინგლისელმა, თავის Twitter-ზე, ბრაზილიელი უხამსი სიტყვებით მოიხსენია.

მომხდარი საფრანგეთის ჩემპიონატის ეთიკის კომიტეტმა განიხილა, რომელმაც ბარტონისთვის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მისჯა გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116186