ჭადრაკი

1:33 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბარტელი ჩემპიონია, ჯობავა მე-19 ადგილს დასჯერდა

ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2704) “აეროფლოტის” საჭადრაკო ფესტივალის 9 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-19 დაიკავა, ჩემპიონის ტიტული კი პოლონელ მატეუშ ბარტელს (2658) ერგო, რომელმაც თავი 6.5 ქულას მოუყარა და უკრაინელებს – ანტონ კორობოვსა (2660) და პაველ ელიანოვს (2690) კოეფიციენტებით აჯობა.
დასკვნით ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით იტალიელ ფაბიო კარუანას (2736) დაუპირისპირდა და 37-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა, რამაც ათეულში მოხვედრის შანსი დაუკარგა. A ჯგუფში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2411) მხოლოდ 1.5 ქულა მოაგროვა და 85 მონაწილეს შორის ბოლო გახლდათ. რაც შეეხება მერი არაბიძეს (2358), მან B ჯგუფში 3.5 ქულით 105-ე პოზიცია დაიკავა.
აქვე ვთქვათ, რომ მოსკოვური ტურნირის გამარჯვებულმა ბარტელმა საპრიზო ფონდიდან (125 ათასი ევრო) 20 ათასი ევრო მიიღო, ჯობავას კი 700 ევრო გადაეცა.

16 თებერვალს, “აეროფლოტ ოუფენზე” ბლიც-ტურნირის დღეა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი ევროა, მონაწილეთა შორის კი ბაადურ ჯობავაც იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096748