ფეხბურთი

12:52 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონაში” წმენდა იგეგმება?

 

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, “კამპ ნოუს” დანიელ ალვესი, სესკ ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი, ალექ სონგი, კრისტიან ტელიო, ჯონათან დოს სანტოსი და ისააკ კუენკა დატოვებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი იჯარის წესით ამსტერდამის “აიაქსში” ასპარეზობს.

ცხადია, “ბარსელონა” ფეხბურთელებს იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ ფიფასგან ტრანსფერების უფლებას დაიბრუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126346