ფეხბურთი

12:44 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კოკეს მიუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონა” სატრანსფერო საქნციის ძალაში შესვლამდე ახალი ფეხბურთელების გადაბირებაზე მუშაობს. კატალონიური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველ კოკეს უმიზნებს.

“ბარსელონა” 22 წლის კოკეს შეძენას რამდენიმე კვირის წინათაც ცდილობდა, მაგრამ კლუბები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი არ შედგა. კატალონიელებს ესპანელის შეძენა და წელიწადიანი იჯარით “ატლეტიკოშივე” დაბრუნება სურთ.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტების კანონდარღვევით გაფორმებისთვის, ფიფამ “ბარსელონას” 2015 წლის იანვრიდან 2016 წლამდე ტრანსფერების გაკეთება აუკრძალა.

თეგებიკოკე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115273