ხიხონის “სპორტინგთან” გამართულ მატჩში გოლის გატანით, კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა – გვარდიოლას გუნდმა მეტოქის კარის აღება ლა ლიგის ზედიზედ 24-ე გასვლით მატჩში მოახერხა, რაც “რეალის” მიერ 1950-53 წლებში დამყარებულ სარეკორდო მაჩვენებელს ერთი თამაშით აღემატება.
ლა ლიგის 1950-51 წლების სეზონის 27-ე ტურიდან 1952-53 წლების სეზონის მე-12 ტურამდე, “რეალს” ზედიზედ ოცდასამ გასვლით მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი. ამ 23 შეხვედრიდან მადრიდელებმა 6 მოიგეს, 7 ფრედ ითამაშეს და 10 დათმეს.
რაც შეეხება “ბარსას” – 2009-10 წლების სეზონის 33-ე ტურიდან მოყოლებული, კატალონიელებმა ზედიზედ ოცდაოთხ გასვლით შეხვედრაში გაიტანეს, აქედან 17 მოიგეს, 6 ფრედ ითამაშეს და ერთადერთხელ წააგეს. ეს მარცხიც იმ პერიოდზე მოდის, როდესაც უკვე გაჩემპიონებული კატალონიელები უმოტივაციოდ თამაშობდნენ.









