ფეხბურთი

11:17 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” უილშირზე იანვრიდან ამუშავდება

კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალთან” ჯეკ უილიშირს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იანვრიდან დაიწყებს. ამის შესახებ Daily Star-ი იუწყება.

მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი ზამთარში დაიწყება, მაგრამ ტრანსფერი ზაფხულამდე არ შედგება. “მეთოფეების” განცხადებით, კლუბი უილშირის გაყიდვას არ გეგმავს, მაგრამ ბრიტანული მედიასაშუალებები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ თუკი “ბარსა” 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ინგლისელს ხელში ჩაიგდებს.

მოგეხსენებათ, კატალონიელები უილშირს მიუნხენის “ბაიერნში” გაყიდული ტიაგო ალკანტარას შემცვლელად განიხილავენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113328