თამაშგარე

10:36 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარბარა მორიც გაიხდის

ფეხბურთის გულშემტკივრობის ფენომენის საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად გამოყენება ცნობილი მოდელების მხრიდან არახალი მეთოდია. ამ მეთოდს განსაკუთრებით ლათინოამერიკელი მოდელები მიმართავენ, რომლებიც ფეხბურთის ქომაგებში ერთობ პოპულარულები არიან.

საერთო ტენდენციას არ ჩამორჩა ცნობილი ურუგვაელი ტოპ-მოდელი, ბარბარა მორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თავი ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების გულმხურვალე გულშემატკივრად გამოაცხადა და პირობა დადო, რომ თუკი ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრები ოთხეულში მოხვდება, ბარბარა საჯაროდ გაიხდის.

საფეხბურთო წარმატებებთან დაკავშირებით სამოსელის შემოძარცვის ერთობ მომხიბვლელი ტრადიცია როგორც ჩანს განსაკუთრებით ლათინოამერიკელმა ლამაზმანებმა აიტაცეს. საკუთარი პოპულარობის ზრდის მიზნით, ოკენისგაღმელი მოდელები ტანსაცმელს სულ პანტა-პუნტით იხდიან...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165177