ფეხბურთი

2:21 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარათები გოლების ნაცვლად

სერია A-ს 26-ე ტურის პირველ მატჩში, გულშემატკივარმა გატანილი გოლები ვერ ნახა, სამაგიროდ ნახა არაერთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.

„რენცო ბარბერაზე“ გამართულ მატჩში, ერთმანეთს ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს თითო ქულის გარდა არაფერი დაუთმეს.

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთი რჩებოდა, როდესაც მასპინძლებს არონიკა გაუძევეს, მაგრამ გენუელებმა ამით ვერ ისარგებლეს, თუმცა ზედიზედ მე-5 წაუგებელი თამაში კი ჩაატარეს.

 

პალერმო-ჯენოა 0:0

პალერმო, “რენცო ბარბერა

პალერმო (4-3-1-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, გარსია, ბარეტო (დოსენა 86), არევალო რიოსი, კურტიჩი, ილიჩიჩი (ფორმიკა 88), მიკოლი, ფაბრინი (ბოზელი 65).

მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.

ჯენოა (3-5-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მორეტი, როსი (პიზანო 80), კუცკა, მათუსალემი (ბოვო 83), ვარგასი (იმობილე 86), ანტონელი, ბერტოლაჩი, ბორიელო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გაფრთხილებები: არონიკა 42, მიკოლი 58, გარსია 82, დოსენა 89 - პორტანოვა 25, მათუსალემი 26, მორეტი 45, კუცკა 69, გრანქვისტი 90.

გაძევება: არონიკა 76.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 8 (3)-8 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-3, ჯარიმა: 19-19.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 15, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“), საუ („კალიარი“) – 10.

 

24 თებერვალი

სამპდორია-კიევო; პარმა-კატანია; ბოლონია-ფიორენტინა; ატალანტა-რომა; იუვეტუსი-სიენა; კალიარი-ტორინო; ინტერი-მილანი.

25 თებერვალი

უდინეზე-ნაპოლი; ლაციო-პესკარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117393