აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 60-ათასიან საჭადრაკო ტურნირზე, 6 ტურის თავზე, ერთპიროვნულად მასპინძელი რაუფ მამედოვი (2660) დაწინაურდა, რომლის მონაგარიც 5.5 ქულაა.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მალხაზ სულაშვილი (2498) აქვს, რომელიც გასულ ტურში თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ანარ ალაჰვერდიევს (2410) დაუზავდა, თავი 4.5 ქულას მოუყარა და მე-17 ადგილზე დამკვიდრდა.
ბაქოს ფესტივალზე სულაშვილის გარდა, კიდევ 10 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მონაგარიც ასე გამოიყურება.
20. დავით მაღალაშვილი (2465) – 4.0; 27. ივერი ჭიღლაძე (2375) – 4.0; 28. ლუკა პაიჭაძე (2467) – 4.0; 30. დავით ჯოჯუა (2530) – 4.0; 38. ლელა ჯავახიშვილი (2469) – 4.0 41. შოთა აზალაძე (2443) – 4.0; 44. გიგა ყუფარაძე (2345) – 4.0 54. გაოზ ნიგალიძე (2478) – 3.5; 65. კონსტანტინე შანავა (2556) – 3.0; 86. გიორგი ხელაია (2115) – 3.0;
BAKU OPEN 2010-ის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 10 ათასი დოლარი ერგება, მეორეზე გასული 7 500-ს დოლარს მიიღებს, მესამეადგილოსანი კი – 5 ათასს. ქალთა შორის გამარჯვებულისთვის პრიზი 600 დოლარს შეადგენს.
ტურნირში 12 ქვეყნის (ავღანეთი, აზერბაიჯანი, აშშ, ბელორუსია, გერმანია, თურქეთი, ირანი, ისრაელი, რუსეთი, საქართველო, უკრაინა, ჩეხეთი) 158 მოჭადრაკე მონაწილეობს.









