ლიტვის საფეხბურთო A ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე გარგჟდაის “ბანგამ” კონტრაქტი ორ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი გერყენაშვილსა და გიორგი ქავთარაშვილს გაუფორმა.
გერყენაშვილი 1994 წელსაა დაბადებული და ამპლუით ნახევარმცველია. ქავთარარშვილი მცველია და 1990 წელსაა დაბადებული.
ხსენებულ ფეხბურთელებს “ბანგაში” ორი თანამემამულე - ნიკა მგელაძე და გიორგი გიორგაძე დახვდა, რომლებიც ლიტვურ კლუბში შარშანაც თამაშობდნენ.







