ფეხბურთი

13:39 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ საკუთარი ძეგლი შეუკვეთა

“მილანისა” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მალე ბრეშაში, საკუთარ ეზოში ძეგლს დაიდგამს. იდეა ფეხბურთელმა ახლახან გაახმაურა, განაცხადა რა, რომ ძეგლი უკვე შეუკვეთა. როგორც ირკვევა, პლატინასა და ბრინჯაოში შესრულებულ ნამუშევარზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბალოტელის მიერ გერმანიის კარში გატანილი გოლის აღნიშვნის ეპიზოდი იქნება გაცოცხლებული.
“მარიო ბალოტელის პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ვისაუბრეთ და ზუსტად ვიცი, რასაც ითხოვს. უკვე ვმუშაობ” – უთხრა ჟურნალისტებს მოქანდაკე ლივიო სკარპელამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109255