ფეხბურთი

2:40 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ლიდერობა გაიმყარა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–12 ტურში, მიუნხენის „ბაიერნმა“ „აუგსბურგი“ დაამარცხა, „დორტმუნდის“ წაფორთხილებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. სადღეისოდ, მიუნხენელები დორტმუნდელებს 4 ქულით უსწრებენ.

პეპ გვარდიოლას გუნდმა „აუგსბურგს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. მატჩის დებიუტში, მიუნხენელები შეტევაში ჩართულმა ჟერომ ბოატენგმა დააწინაურა და თავისი გუნდის გამარჯვების შანსი ერთი–ორად გაზარდა. ტაიმის მიწურულს, ფრანკ რიბერიმ საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და „ბაიერნი“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.

მატჩში წერტილი მიუნხენელთა შემტევმა ტომას მიულერმა დასვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

„ვოლფსბურგთან“ მატჩში მოვლენები „დორტმუნდის“ სასიკეთოდ განვითარდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე, მარკო როისმა ძალზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით სტუმრები დააწინაურა და შესვენებაზე კარგი განწყობით გაიყვანა.

მეორე ტაიმში დაბრუნებულმა ვოლფსბურგელებმა რიკარდო როდრიგესისა და ივიცა ოლიჩის გოლებით უპირატესობა მოიპოვეს და ხელიდან აღარც გაუშვიათ – 2:1.

8 გოლი გავიდა „ბაი არენაზე“, სადაც „ლევერკუზენმა“ „ჰამბურგი“ მიიღო. გამორჩეული იყო ლევერკუზენელთა კორეელი მეგოლე სონ ჰიუნ–მინი, რომელმაც ჰეთ–თრიქი შეასრულა. საბოლოო ჯამში, სამი ჰიპიას გუნდმა 5:3 იმარჯვა.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – აუგსბურგი 3:0 (2:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია (მიულერი 75), ბოატენგი, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, კროოსი (კირჰგოფი 82), რიბერი, გიოტცე (რობენი 68), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ვერჰაგი, ოსტრცოლეკი, ვერნერი, ჰანი, ბაიერი, ფოგტი (მიოლდერსი 79), მორავეკი (დე იონგი 74), ალტინტოპი (მილიკი 54).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 1:0 ბოატენგი (4), 2:0 რიბერი (43), 3:0 მიულერი (90პ.)

კარში დარტყმა: 23 (12) – 6 (3) ჯარიმა: 12 - 10 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 9

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30077

ლევერკუზენი – ჰამბურგი 5:3 (2:1)

ლევერკუზენი: ლენო, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ბენიში, დონატი, კასტრო, როლფესი, სემი (კრუზი 83), კანი, კისლინგი, ჰიუნ–მინი.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ზობიხი, ტა, ვან დერ ვარტი, არსლანი (ზუა 86), ბადელი, ჩალხანოღლუ (ილიჩევიჩი 64), ბაისტერი, ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

გოლი: 1:0 ჰიუნ–მინი (9), 2:0 ჰიუნ–მინი (16), 2:1 ბაისტერი (23), 2:2 ლასოგა (49), 3:2 ჰიუნ–მინი (55), 4:2 კისლინგი (72), 4:3 ლასოგა (73), 5:3 კასტრო (89)

გაფრთხილება: ტოპრაკი (25), დონატი (59), კანი (76) – იანსენი (52), ბაისტერი (76), არსლანი (83), ილიჩევიჩი (87)

კარში დარტყმა: 20 (10) – 11 (6) ჯარიმა: 14 - 22 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 3 – 5

 

ზინსჰაიმი. რაინ ნეკარ არენა“. 25000

ჰოფენჰაიმი – ჰერტა 2:3 (0:1)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი (ვესტერგორი 28), ზიულე, პოლანსკი (შიპლოკი 66), სალიჰოვიჩი, შტრობლი, ფირმინო, ელიუნუსი (ჯონსონი 46), მოდესტი, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა (შულცი 68), შელბრედი (ნიმაიერი 72), ლუსტენბერგერი, ჯიგერჯი, ალაგი (ნჟენგი 79), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 0:1 ბენ–ჰატირა (13), 0:2 რამოსი (54პ.), 1:2 სალიჰოვიჩი (70პ.), 2:2 სალიჰოვიჩი (81), 2:3 რამოსი (84)

გაფრთხილება: შტრობლი (38), მოდესტი (76) – პეკარიკი (18), ბენ–ჰატირა (24)

კარში დარტყმა: 9 (5) – 11 (7) ჯარიმა: 24 - 22 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 4 – 3

 

გელზენკირხნენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე – ვერდერი 3:1 (0:1)  

შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, უჩიდა, მატიპი, აოგო, ნოიშტედტერი (ფუკსი 46), ჯონსი, ბოატენგი, დრაქსლერი, მეიერი (სანტანა 87), სალაი (ფარფანი 74).

მწვრთნელი: იენს კელერი

ვერდერი: მილიცი, ფრიცი (იგნიოვსკი 74), ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, გარსია (შმიცი 41), იუნუზოვიჩი, მაკიადი, ელია (ზელკე 71), ჰანტი, კროოსი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 0:1 კროოსი (22), 1:1 ბოატენგი (64), 2:1 ბოატენგი (85), 3:1 ფარფანი (90)

გაფრთხილება: ჯონსი (17), დრაქსლერი (69) – სელასი (35), გარსია (36), შმიცი (59), კალდიროლა (60)

კარში დარტყმა: 16 (12) – 9 (4) ჯარიმა: 18 - 23 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 3 – 9

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – დორტმუნდი 2:1 (0:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, ოქსი, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, პერიშიჩი, კალიჯური (შეფერი 86), მედოევიჩი, არნოლდი (პოლაკი 90), ოლიჩი (დოსტი 79).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი (პაპასტატოპულოსი 44), ჰუმელსი, შმელცერი, შაჰინი, გროსკროიცი, ბენდერი (დუკში 77), მხითარიანი, ლევანდოვსკი, როისი, ობამეიანი (ჰოფმანი 77).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 როისი (45), 1:1 როდრიგესი (56), 2:1 ოლიჩი (69)

გაფრთხილება: კალიჯური (9), ოქსი (45) – ბენდერი (12), ჰუმელსი (25), მხითარიანი (82), როისი (85), ლევანდოვსკი (85)

კარში დარტყმა: 10 (4) – 12 (8) ჯარიმა: 16 - 23 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 7 – 2

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000

გლადბახი – ნიურნბერგი 3:1 (0:1)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო (დამსი 90), რაფაელი (დე იონგი 84), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 88).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი (შტარკი 62), ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ფოილნერი, ჰასებე, გლოუშეკი (გინჩეკი 77), კიოტაკე, ფრანცი (პეკჰარტი 83), დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 0:1 დრმიჩი (21), 1:1 არანგო (72), 2:1 შტარკი (75ს.კ), 3:1 ჰერმანი (87)

გაფრთხილება: ჯაკა (32), არანგო (56) – ფოილნერი (74), პოგატეცი (75)

კარში დარტყმა: 12 (7) – 19 (13) ჯარიმა: 9 - 19 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 12 – 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099847