ფეხბურთი

11:58 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაია: “ვალდესს მსოფლიოს სამეულში შევიყვანდი”

“ბარსელონას” ყოფილი მეკარე ვიტორ ბაია კატალონიური კლუბის ამჟამინდელი გოლკიპერის ვიქტორ ვალდესის გადაწყვეტილებით გაოცებულია. შეგახსენებთ, ვალდესს გუნდთან ახალი კონტრაქტის გაგრძელება კატეგორიულად აღარ სურს და ზაფხულიდან სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.

“ვიქტორ ვალდესი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გვერდიდან ძნელია ზუსტი ანალიზის გაკეთება, თუ რატომ აღარ უნდა მას “ბარსელონაში” დარჩენა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩემთვის მისი სურვილი მაინც გაუგებარია. ვალდესს მსოფლიოს მოქმედ მეკარეთა საუკეთესო სამეულში შევიყვანდი” – უთხრა ვიტორ ბაიამ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.053625