ჭადრაკი

16:48 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაღათუროვმა მესამეზე დაასრულა

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა გიორგი ბაღათუროვმა (2455) მე-3 ადგილი დაიკავა. დასკვნით მე-9 ტურში იგი შავი ფიგურებით მასპინძელ სტანისლავ სტოიანოვს (2300) დაუზავდა და ასევე ბულგარელების – ალეკსანდრ დელჩევის (2598) და საშო ნიკოლოვის დარად 7.0 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-3 გახლდათ. ვარნას ტურნირი 8.0 ქულით ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა (2677) მოიგო, რომელიც უმთავრეს ფავორიტადაც მოიაზრებოდა. საინტერესოა, რომ საბოლოო ადგილები სწორედ ისე გადანაწილდა, როგორც მოჭადრაკეები იყვნენ განთესილნი: 1. ჩეპარინოვი, 2. დელჩევი, 3. ბაღათუროვი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166084