ჭადრაკი

15:55 | 7.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილს პირველადგილოსანთან დაპირისპირება ელის

მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ქალთა პირველობაზე მე-2 რეიტინგის (2407) მქონე ნინო ბაციაშვილი ლიდერთა შორის ადგილს ინარჩუნებს. მე-5 ტურში ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ალექსანდრა მაკარენკოს (რუსეთი, 2142) სძლია და 4.5 ქულა მოაგროვა.
ახლა, ნინო ერთპიროვნულ ლიდერს – რუს მარინა რომანკოს (2349), რომელსაც ხუთივე პარტია მოგებული აქვს, 0.5 ქულით ჩამორჩება, დაამატებითი მაჩვენებლებით კი მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მე-6 ტურში ბაციაშვილი თეთრებით სწორედ რომანკოს დაუპირისპირდება.
რუსეთის დედაქალაქში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე ანა გავაშელმა (2181) თეთრი ფიგურებით ანა აკოპოვას (რუსეთი, 2013) სძლია და 3.5 ქულით 31-ე ადგილს უწია. მომდევნო ტურში გავაშელი შავებით დარია ჩაროჩკინას (2332) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097684