ჭადრაკი

14:33 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის პირველი მარცხი

ვროცლავში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-5 ტურში ქართველი ნინო ბაციაშვილი (2419) შავი ფიგურებით პოლონელ კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკასთან დამარცხდა, რაც ერთპიროვნული ლიდერობის დათმობას დაუჯდა.

ბაციაშვილს აქტივში 3.5 ქულა შერჩა და მას კიდევ ერთი მასპინძელი იოანა მაიდან-გაიევსკა (2384) დაეწია, რომელმაც თანამემამულე მონიკა სოცკოს (2444) სძლია. დამატებითი მაჩვენებლებით, ნინო მე-2 ადგილზე იმყოფება.

პოლონური ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე სოფიკო გურამიშვილი (2431) შავებით შეჯიბრის რეიტინგ-ფავორიტს ლილიკ მკრტჩიანს (2469) დაუზავდა და 2.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-6 პოზიციაზეა.

მე-6 ტურში ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით მკრტჩიანს ეთამაშება, გურამიშვილი კი შავებით პოლონელ იოლანტა ზავადსკას (2377) დაუპირისპირდება.

ვროცლავის ტურნირი, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას სახელობის გახლავთ, 9 ტურად მიმდინარეობს და 6 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115748