მოსკოვში გამართულ საჭადრაკო ღია პირველობის დასკვნით მე-9 ტურში ქართველმა გოგონებმა გამარჯვებები კი იზეიმეს, თუმცა, ქალთა ტურნირში სახარბიელო შედეგები მაინც ვერ აჩვენეს. ნინო ბაციაშვილმა (2407), რომელიც მე-2 განთესვით თამაშობდა, 6.0 ქულა მოაგროვა და 22-ე ადგილი დაიკავა, ასეთივე მონაგარის მქონე ანა გავაშელმა (2181) 31-ე შედეგი აჩვენა. მოსკოვის ტურნირის გამარჯვებული მარინა რომანკო (2349) გახდა 7.5 ქულით, მას კი კვალში თანამემამულეები – ტატიანა ხლიჩკოვა (2171, 7.5 ქულა) და ლიდია ტომნიკოვა (2134, 7.0) მიჰყვნენ.







