ჩოგბურთი

10:04 | 20.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

აზიელის ტრიუმფი ცინცინატიში

საფრანგეთის ღია პირველობაზე შარშან მოპოვებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ 30 წლის ჩინელმა ნა ლიმ პირველად მოახერხა ტურნირის მოგება. სიდნეის, რომის და მონრეალის შეჯიბრებებზე ფინალური ორთაბრძოლების დათმობის შემდეგ ჩინელმა ცინცინატის Western & Southern Open-ის ქალთა ერთეულთა თანრიგის გადამწყვეტ მატჩში გერმანელ ანგელიკ კერბერს 1:6, 6:3, 6:1 მოუგო და პირველობასთან ერთად 900 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხის 385 ათასი დოლარი დაიმსახურა. ცინცინატის ფინალი საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, ნა ლისა და ანგელიც კერბერის ურთიერთშეხვედრათა ბალანსის ანგარიში კი 5:1 გახდა აზიელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161245