ფეხბურთი

19:54 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელი სტუმარი “დინამოში”

აზერბაიჯანის ერთ–ერთი წარმატებული კლუბის, აგდამის “ყარაბაღის” მთავარი კოორდინატორი ემინ აბასოვი "დინამო თბილისს" ესტუმრა. აზერბაიჯანელი სტუმრის ვიზიტის მიზეზი ჩვენი გუნდის გამოცდილების გაზიარება გახლდათ. სტუმარი “დინამოს” საფეხბურთო აკადემიას ეწვია, შემდეგ კი დიღმის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა. აბასოვი სამშაბათს “დინამო არენაზე” გამართულ “დინამო” – “სტრეიმურის” მატჩსაც დაესწრო.

ემინ აბასოვი (აგდამისყარაბაღის” მთავარი კოორდინატორი): “რამდენიმე დღის წინათ ვნახე თქვენს საიტზე, რომ ოფიციალურად გაიხსნა “დინამოს” საფეხბურთო აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეი შევჩენკო. ძალიან დაგვაინტერესა აქაურმა საქმიანობამ. ჩამოვედი, დავათვალიერე და შემიძლია აღვნიშნო, რომ შესანიშნავი ბაზაა და დიდი საქმე კეთდება “დინამოში”. ვთვლი, რომ “დინამო” რამდენიმე წელიწადში ამ საქმიდან სერიოზულ შედეგს მიიღებს. აქ ბევრი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, სულ რამდენიმე წელიწადში მთავარ გუნდში წამყვან პოზიციებზეც ისინი იქნებიან”.

www.fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087449