ჭადრაკი

15:20 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზალაძემ ათეულში შეაღწია

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 5 ტურის თავზე 4.5 ქულით რუსი ევგენი რომანოვი (2654) დაწინაურდა, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი შოთა აზალაძეს (2482) გააჩნია. ამ უკანასკნელმა თეთრი ფიგურებით გერმანელი ალექსანდერ დონჩენკო (2455) დამარცხა და 4.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-9 ადგილზეა.

დავით ლობჟანიძემ (2445), რომელიც მე-5 ტურამდე ლიდერთა შორის გახლდათ, თეთრებითვე ჰოლანდიელ ბენჯამინ ბოკთან (2540) წააგო და 3.5 ქულით მე-19 პოზიციამდე დაქვეითდა. მე-18 საფეხური უკავია ზურაბ ჯავახაძეს (2451), რომელმაც თეთრი ფიგურებით ბრენტ ბურგს (2227) მოუგო და თავი 3.5 ქულას მოუყარა.

გრონინგენის ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე გიორგი ხელაია (2110) შავებით ისრაელის წარმომადგენელ მარკ ბერკოვიჩთან (2366) დამარცხდა და 1.5 ქულით 87-ე ადგილზე აღმოჩნდა.

მე-6 ტურში 3 ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს. აზალაძე ხსენებულ ბოკს გაეჯიბრება, ლობჟანიძე – მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი, 2683), ჯავახაძე – ტიაპკო სტრუიკს (ისრაელი, 2262), ხოლო ხელაია თეთრებით რუს ალექსანდერ ჩერნუხინს (2145) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114381