თამაშგარე

10:35 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახმახი ჩინელის ღვინო

ვეტერანი ჩინელი კალათბურთელი იაო მინი, მეღვინეობით დაინტერესდა და საკუთარი ღვინის ბრენდის გამოშვებას აპირებს. ღვინის დაყენებას სპორტსმენი ჩინეთში გეგმავს, თუმცა საჭირო ნედლეულის მიღებას კალიფორნიაში, ნაპას ველზე გაშენებულ ვენახებში მოწეული ყურძნისგან აპირებს.

წარმოების პროცესის კონტროლი მინმა მეღვინე ტომ ჰინდის ანდო, რომელსაც სხვადასხვა ღვინის კომპანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე დღის წინ იაო მინმა საკუთარი წარმოების პირველი ღვინო წარადგინა პეკინში, გუანჩჟოუსა და მშობლიურ ქალაქ შანხაიში.

აღნიშნული ღვინის საცალო ფასი 289 დოლარია და სულ 1,2 ათასი ბოთლია ჩამოსხმული. მომავალ, წელს ბაზარზე უკვე გამოვა ღვინო რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება.

თეგებიიაო მინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146762