სუპერლიგის მონაწილე „რუსთავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში იასპარეზა, გუნდში ყველა დატოვა. ესენი არიან: უკანახაზი: დავით არწივიძე, მალხაზ აბაიშვილი, გიორგი დვალი, თორნიკე ხატიაშვილი. ფორვარდი: ზურა მაჭავარიანი, გაგა არაბული, ლევან ხმელიძე, რევაზ ჩაჩანიძე, ზაზა გაგნიძე, გიორგი ოქროჭელიძე, შოთა ნარჩემაშვილი, დავით ბარამიძე. ცენტრი: გიორგი ყველაშვილი, დავით გუგავა.
რაც შეეხება ცენტრალურ თავდამსხმელებს სერგო ათუაშვილსა და დავით მაისურაძეს, მათ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი არ დაუმთავრებიათ და გუნდი ვადაზე ადრე დატოვეს.
მუშაობას ასევე გააგრძელებენ მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ბადრი კიკვიძე და რამაზ გოგობერიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მიხეილ ბერუაშვილისაგან გამოცდილმა რუსთაველმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ „რუსთავი“ ჩაიბარა. ახალი 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ კი საპირისპიროდ მოხდა და ხმელიძე ამჯერად ბერუაშვილმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ხმელიძეს გასულ სეზონში ცუდად არ გამოუყვანია გუნდი, რომელმაც შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ქვემოქართლელები 9 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გაიყვანა.









