ჭადრაკი

15:44 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი საჭადრაკო რეიტინგები

ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში, ქალთა შორის ლიდერის პოზიციას უნგრელი იუდიტ პოლგარი ინარჩუნებს, ქართველთაგან კი ათეულში მხოლოდ ნანა ძაგნიძე ფიგურირებს. თუმცა, ათეულთან ახლოსაა ბელა ხოტენაშვილიც. მას მე-12 პოზიცია უკავია.

1. იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2685), 2. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2629), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2613), 4. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2561), 5.ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2541), 6. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2540), 7. ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2538), 8. ვენძიუნ ცზიუ (ჩინეთი, 2532), 9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2532), 10. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525).

ქართველთაგან ასეულში არიან: 12. ბელა ხოტენაშვილი (2518), 27. ლელა ჯავახიშვილი (2474), 34. ნინო ხურციძე (2460). 38. სალომე მელია (2454), 59. ნინო ბაციაშვილი (2417), 64. მერი არაბიძე (2406), 73. სოფიკო გურამიშვილი (2396), 88. თამარ წერეთელი (2375), 89. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 93. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა კლასიფიკაციის სათავეში სოლიდური სხვაობით ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი იმყოფება. პირველ ასეულში ერთადერთი ქართველია – დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2713), რომელსაც 45-ე ადგილი უკავია.

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2881), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2815), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2792), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2791), ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2785), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2775), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2772), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2771), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2762).

იუნიორ გოგონათა რეიტინგში მე-6 საფეხურზე გახლავთ მერი არაბიძე (2406). მის გარდა ასეულში არიან: 32. მარიამ დანელია (2237) და 99. ნატო იმნაძე (2113).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11424