ფეხბურთი

1:35 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ ფინალში საფრანგეთი და ურუგვაი ითამაშებენ

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც ნახევარფინალებში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, ორივე მათგანს გაუჭირდა. საფრანგეთმა განას ძირითად დროშივე სძლია, ხოლო ურუგვაის, ერაყთან, თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდა.

განასთან გამართულ შეხვედრაში, საფრანგეთი 43-ე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში მატჩის გმირმა, ფლორიან ტოვინმა გახსნა. მე-2 ტაიმი აფრიკელებმა აქტიურად დაიწყეს. მათ ანგარიშიც გაათანაბრეს და წინ გასვლის რამდენიმე შანსიც მიეცათ, მაგრამ დარჩენილ დროში ერთადერთი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. 74-ე წუთზე, ტოვინმა დუბლი გაიფორმა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წუთი ფრანგები კაცნაკლულნი იყვნენ, ფინალში მაინც ევროპელები გავიდნენ.

ფინალს მიღმა დარჩენასთან ახლოს იყო ურუგვაის ნაკრები, რომელიც ერაყთან 34-ე წუთიდან მოყოლებული აგებდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა 88-ე წუთზე გაათანაბრეს. ურუგვაიმ დამატებითი ტაიმები ზედიზედ მეორედ ითამაშა. ამჯერად, უგოლოდ. საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. როდრიგესმა და ფაესმა პირველი დარტყმები გააცუდეს, შემდეგ კი, სანამ სალმანს მიზანი არ უმტყუნებდა, ურუგვაიმ 7, ხოლო ერაყმა 6 ზუსტი დარტყმა შეასრულა.

მე-3 ადგილისთვის ბრძოლა და ფინალი 13 ივლისს გაიმართება. პირველ მათგანში განა და ერაყი ითამაშებენ, ხოლო ტიტულისთვის ერთმანეთს საფრანგეთი და ურუგვაი შეეჯიბრებიან.

 

საფრანგეთი-განა 2:1 (1:0)

ბურსა, “ბურსა ათათურქი” 6314

საფრანგეთი (4-3-3): არეოლა, ფოლკიე, ზუმა, უმტიტი, პოგბა, კონდოგბია, სანოგო, ბაებეკი (ლემინა 88), დინე, ვერეტუ, ტოვინი (სარი 82).

მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი.

განა (3-3-4): ანტვი (საი 46), ბაბა, დანკანი, ეჩიმპონგი, სალიფუ, ებოუგი, მერნსა, ეში (ბოაკი 81), ასიფუა, ანაბა, ადიკო.

მწვრთნელი: სელას ტეტეჰი.

გოლები: 1:0 ტოვინი (43), 1:1 ასიფუა (47), 2:1 ტოვინი (74).

გაფრთხილებები: ტოვინი 21, უმტიტი 41, ბაებეკი 70 - ანაბა 83.

გაძევება: უმტიტი 80.

მსაჯი: ნავატ შუკრალა (ბაჰრეინი).

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 23 (13)-20 (13), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 12-12, ჯარიმა: 20-22.

 

ერაყი-ურუგვაი 1:1 (პენ: 6:7)

ტრაბზონი, “ჰუსეინ ავნი აქერი

ერაყი (4-3-3): ჰამედი, ადნანი, ფაესი, არებატი (კადჰიმი 90+3), ნანდიმი, კამილი, ტარექი, სალმანი, ქასიმი (ნატიქი 81), აბდულრაჰიმი, შაკორი (შვკიანი 85).

მწვრთნელი: ჰაკეემ შაქირი.

ურუგვაი (4-2-3-1): რაველო, სილვა, ვარელა, როდრიგესი, ვარგასი, ლაჩალტი (როლანი 46), პაისი, აცევედო (ბუენო 64), არასკაეტა (ავენატი 80), კრისტოფორო, ლოპეს ალონსო.

მწვრთნელი: ხუან ვერზერი.

გოლები: 1:0 ადნანი (34), 1:1 ბუენო (88).

გაფრთხილებები: არებატი 55, ქასიმი 80, ნატიქი 90+7, ადნანი 106 - ავენატი 103, ბუენო 114.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15 (11)-22 (12), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 11-10, ჯარიმა: 19-17.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101072