სხვა

15:13 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ხელბურთელები მზადებას განაგრძობენ

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - თბილისი 2015-ის მზადების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 10-14 თებერვალს თბილისში 2012-13 წლების საქართველოს ჩემპიონატის (1998-99 წ.წ. დაბ. გოგონები) საგაზაფხულო ეტაპის მე-2 ტურის თამაშები ჩატარდა.

მატჩები ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტკომპლექსმა (გლდანი, ვეკუას ქ.#6., ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორია) უმასპინძლა.

ჩემპიონატის გათამაშებაში ამ ეტაპზე მონაწილეობს 10 გუნდი იღებს: “მართვე” (თბილისი), “ბათუმი”, სტუ (თბილისი), “ლაგოდეხი”, “საბურთალო”, “ფოთი”, “ყვარელი”, “მორკინალი” (თბილისი), “კორიდა” (თბილისი), “ოლიმპი” (თბილისი).

ტურნირის გამარჯვებული მაისში გამოვლინდება.

 

ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091027