ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – თბილისი-2015 მზადების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი (1998-99 წწ.) საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად მინსკში გაემგზავრა.
შეკრებაზე, ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელები საკონტროლო თამაშებს ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან გამართავენ.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრები გუნდის შემადგენლობა ასეთია.
მოთამაშეები: გიორგი დოლმაზაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ბექა დანელიშვილი, ნიკო ზურაბიშვილი, ერეკლე არსენაშვილი, ზეზვა იობაშვილი, ლუკა ბულბულაშვილი, მიხეილ ნაზღაიძე, თამაზ ტარუაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი მიქაძე, ბექა მეძმარიაშვილი, დავით მამულაშვილი, გიგა ბაინაზაშვილი, ალექსანდრე ხანდოლაშვილი, ლუკა გაწერელია.
მწვრთნელები: იმედო ფხაკაძე, ვახტანგ მეიფარიანი, დიმიტრი აბესაძე, გიორგი ქობელაშვილი, ზაზა სამადაშვილი.
ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური







