სხვა

15:39 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა სუმოისტთა წარმატება ევროპის პირველობაზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 18-22 აპრილს გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სუმოში 21-23 წლამდელ სპორტსმენთა შორის.

ევროპის პირველობაზე, სადაც 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებით გამოვიდნენ ახალგაზრდა ქართველი სუმოისტები. 

23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ლევან ბერიანიძემ მძიმე და აბსოლუტურ კილოგრამ წონით კატეგორიებში, ზაზა ბალაშვილი კი ვერცხლის მედალს მძიმე წონაში დაეუფლა. 21 წლამდელთა შორის ზურაბ აქუბარდია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირად-გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა (ლევან ბერიანიძე, ზაზა ბალაშვილი, ზურაბ აქუბარდია). ქართველი სუმოისტები თბილისში 24 აპრილს ჩამოფრინდნენ.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100902