სხვა

15:18 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა კარატისტების წარმატება სამინისტროში შეჯამდა

 

რუმინეთის ქალაქ ორადეაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე შინკიუკუშინ კარატეში ახალგაზრდებს შორის საქართველოს 22-წლამდე კარატისტთა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

შეჯიბრებაზე, რომელშიც ევროპის 22 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

დელეგაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-ინსტრუქტორი კარატეში, ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა.

- 65კგ. წონით კატეგორიაში, ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ, სადაც ანდრეი ზინჩენკომ სერგო მოვსესიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

-80კგ. წონით კატეგორიაში კი ლაშა ოზბეთელაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს (ანდრო ზინჩენკო 65 კგ.), 1 ვერცხლის (სერგო მოვსესიანი 65 კგ.) და 1 ბრინჯაოს (ლაშა ოზბეთელაშვილი 80 კგ.) მედალი მოიპოვა. საქართველოს კარატისტთა ნაკრების წევრები სამშობლოში 19 ნოემბერს გვიან ღამით მიუნხენის რეისით დაბრუნდნენ.

ნაკრების პრესკონფერენცია 21 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ ჩემპიონებთან და პრიზიორებთან – ანდრეი ზინჩენკოსთან, სერგო მოვსესიანთან და ლაშა ოზბეთელაშვილთან ერთად ისაუბრა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.057407